ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას მეშახტე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას მეშახტე ემსხვერპლა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა მიწისქვეშა სამუშაოების დროს სამთო მასის ჩამოშლის დროს მოხდა.

"ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში, 270-ე ჰორიზონტზე, მიწისქვეშა სამუშოების წარმოების დროს ( გამკვეთისა და შტრეკის შეუღლების გამაგრებითი სამუშობის შესრულებისას ), რაც ნახშირის მოპოვებით სამუშაოების უძღვის წინ, ჩამოიშალა სამთო მასა. გარდაცვლილია მე-6 უბნის გამყვანი დავით ფორჩხიძე.

მეშახტე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. კომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით. ვუთანაგრძნობთ ოჯახს, მეგობრებსა და ჩვენი კომპანიის თითოეულ წევრს",- ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"