გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი სასამართლოში დაიბარეს?! - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი სულხან მოლაშვილი სასამართლოში დაიბარეს?!

"თუ სულხანმა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმს ხელი დაარტყა, ეს ჩემი ძმის ვაჟკაცობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს"

31 ოქტომბერს ქართულ მართლმსაჯულებაში სასამართლო პროცესი დაინიშნა - მოსამართლე ნინო ელიაშვილი კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, აწ გარდაცვლილ სულხან მოლაშვილს გაასამართლებს. გამოძიება გარდაცვლილს ე.წ. რესბალნიცის ექიმის ცემას ედავება.

მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ: 2004 წელს სულხან მოლაშვილთან ერთად დააკავეს კონტროლის პალატის თანამშრომელი გაგი ხვედელიძეც, რომელსაც მოლაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს. ხვედელიძემ მაშინ ზეწოლას გაუძლო და ჩვენება არ მისცა - პასუხად, ის დააპატიმრეს. წამების გამო ხვედელიძეს სისხლდენა დაეწყო, ისიც მოლაშვილთან ერთად ციხის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ დღესაც, როდესაც გაგი ხვედელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და სისხლდენას ჩირქდენაც დაერთო, მოლაშვილმა ექიმ ჯურხა ფილაურს მოსთხოვა, ხვედელიძისთვის სამედიცინო კვლევა და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაცია ჩაეტარებინათ. საუბარი გამწვავდა. ოჯახის წევრები და ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მკურნალობის დანიშვნის მოთხოვნა კამათს არ გასცდენია, განსხვავებულ ვერსიას ავრცელებდნენ მაშინდელი ოფიციალური უწყებები და სულხან მოლაშვილს ექიმის ცემაში ადანაშაულებდნენ. გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა, სასამართლოდან მოლაშვილის ოჯახს მხოლოდ წელს, 24 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ გარდაცვლილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი იყო დანიშნული.

თორნიკე მოლაშვილი, სულხან მოლაშვილის ძმა: "თუ ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმს ხელი მართლა დაარტყა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩემი ძმის ვაჟკაცობაზე, მაგრამ თუ დადგინდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს სააკაშვილის რეჟიმის დროს. მაშინ სულხანს პროვოკაცია მოუწყვეს, რომლის მთავარი მოქმედი პირები ბაჩო ახალაია და გიგა ბოკერია იყვნენ - მათ სურდათ, სულხანისთვის ბრალი მაქსიმალურად დაემძიმებინათ"

იხილეთ 20 ოქტომბრის გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად