12 ნოემბერს ნაურუს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს "ვიზიტით“ ეწვევა - კვირის პალიტრა

12 ნოემბერს ნაურუს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს "ვიზიტით“ ეწვევა

ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაკა 12 ნოემბერს ოკუპირებულ აფხაზეთს "ვიზიტით“ ეწვევა. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზეა ნათქვამი.

"12 ნოემბერს რაულ ხაჯიმბა და ბარონ ვაკა მოლაპარაკებებს გამართავენ. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებს განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნაურუს პრეზიდენტის დელეგაციაში ასევე შედიან: ჯანდაცვის მინისტრი ჩარმინ სკოტი, პრეზიდენტის მრჩეველი მილტონ დიუბი, ნაურუს ელჩი გაერო-ში მარლენ მოუზესი.

"ინტერპრესნიუსი"