საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 საარჩევნო სუბიექტში - თვითმმართველ ქალაქ, ქუთაისში და თვითმმართველ თემებში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთისა და მარტვილში მერების არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე.

ანა მიქელაძის თქმით, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში არის - 328 272 ამომრჩეველი.

მისივე თქმით, დილის 08:00 საათზე უბნები მზად იყო ამომრჩეველთა მისაღებად.

20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება.