"ბიბლუსი" ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში
საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში ოქტომბრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ-ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც 1-ლი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში. როგორც "ბიბლუსში" აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომელიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ-სამეულში ერთი ქართველის, დანარჩენი ორი კი უცხოელი მწერლის ნაწარმოებები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის "გადამალვა" იკავებს, რომელიც "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 2017 წლის იანვარში შემოვიდა და მას შემდეგ მკითხველებში პოპულარობას არ კარგავს. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი "სიყვარულის 40 წესი" გავიდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპხუთეულის უცვლელი წევრია. მესამე პოზიციას ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით "ნასესხები სიცოცხლე".
რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპათეულში დიდი წილი შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებთ ტოპათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.
მხატვრული ლიტერატურა
1. ალეკო შუღლაძის "გადამალვა"
2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"
3. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
4. რ. ჯ. პალაციოს "საოცრება"
5. კაზუო იშიგუროს "არასოდეს გამიშვა"
6. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"
7. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"
8. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"
9. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი"
10. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"
საბავშვო წიგნი
1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
2. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
3. ჩემი პირველი ბიბლია
4. ვისწავლოთ თვლა, წერა, კითხვა, საათის ცნობა
5. ნამდვილი და მოგონილი ამბები მეორეკლასელთათვის
6. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
7. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის
8. სამახსოვრო დღიური დაბადებიდან 6 წლამდე
9. საბავშვო ენციკლოპედია
10. მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)
რუსუდან შელია