ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია დასრულდა
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
ამასთან, სპეცოპერაციის ტერიტორიას ტოვებს ტექნიკა - გადიან მანქანები, ასევე სამართალდამცველები.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთი პირია ლიკვიდირებული და არიან დაჭრილები, როგორც სუს-ში განმარტეს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს წუთებში გაავრცელებენ.
"ინტერპრესნიუსი"