გოჭი საელჩოში?!
ერთმა ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა რედაქციაში ასეთი მხიარული ისტორია მოგვწერა, რომელსაც ჩვენს მკითხველებსაც ვთავაზობთ.
"ძვირფასო "კვირის პალიტრა". ერთი ცხოვრებისეული კურიოზი მინდა მოგიყვეთ. ემიგრანტი ვარ. ახალი წლის წინა დღეები იყო. ქუთაისელ მეგობარს ვესაუბრებოდი "სკაიპით". ქართულ საჭმელებზე ვსაუბრობდით და სინანულით ვუთხარი: "თქვენ ალბათ გოჭს დაკლავთ - მეთქი. "აბა არა სიმონ!"- მიპასუხა. ვაი, სადა ვარ მეთქი, ვუთხარი. მიხვდა... მოულოდნელად მეუბნება: "მოგიკვდეს ჩემი თავი სიმონ, ერთ შემწვარ გოჭს გამოგიგზავნიო. გამეცინა. გამოგზავნა ძალიან ძვირია და წარმოუდგენელი - მეთქი. მთელი სერიოზულობით, ქუთაისურად მომიტრიალდა და მითხრა: "არ ვიცოდი, გოჭსაც თუ საელჩოში უნდოდა შესვლაო!" - ძალიან ბევრი ვიცინე...."