„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის "კაგებემ" დამაკავა.მაშინაც სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი"
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ როგორ გაიქცა იზოლატორიდან, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი იყო.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის „კაგებემ“ 1986 წლის მაისში დააკავა.
„როდესაც პირველ კურსზე ვიყავი უკრაინის КГБ-მ დამაკავა. უფრო ნაკლები დრო ვიჯექი, იმავე იზოლატორში, სადაც ახლა მიმიყვანეს. სხვათა შორის, სახურავიდან გავიქეცი მაშინ. რამდენიმე დღე ვიმალებოდი, შემდეგ მაინც ამიყვანეს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის ყოველთვის გარბის.
„ის ხალხი, ვინც 1986 წელს დამაკავა, ცოტათი განსხვავდება იმ ხალხისგან, ვინც ახლა დამაკავა. ბრალდებებიც ერთი და იგივეა“, - დასძინა სააკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი" მიხეილ სააკაშვილი - როდესაც პირველ კურსზე ვიყავი, უკრაინის „კაგებემ“ დამაკავა, სხვათა შორის, მაშინ სახურავიდან გავიქეცი და რამდენიმე დღე ვიმალებოდი