ანეკდოტი
ჭკვიანი მამა
საღამოს შვილი ეკითხება მამას:
- რა უფრო შორსაა, მთვარე თუ ნიუ-იორკი?
- შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ და ასეთი სულელური შეკითხვები აღარ უნდა დასვა. აბა, გაიხედე ფანჯარაში და ცას შეხედე, რას ხედავ?
- მთვარეს, მამა.
- ნიუ-იორკს ხედავ?
- არა.
- ჰოდა, ახლა მაინც მიხვდი რამეს.