"მონიკას არ ვბაძავ" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც საოცრად ჰგავს მონიკა ბელუჩის? - კვირის პალიტრა

"მონიკას არ ვბაძავ" - ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც საოცრად ჰგავს მონიკა ბელუჩის?

"ზურგს უკან მესმის ხოლმე, - ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!"

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის,  მარიამ ჭუხრუკიძის მსგავსება მსოფლიოში ულამაზეს ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ნამდვილად გაგაოცებთ. ფოტოზე ერთი შეხედვით ვერც მიხვდებით, რომელია მარიამი და რომელი - მონიკა ბელუჩი.

- პროექტში "ახალი ხმა" ვიღებდი მონაწილეობას და პირველად იქ მითხრეს, მონიკას ძალიან ჰგავხარო, მას შემდეგ ხშირად მეუბნებიან და ძალიან მსიამოვნებს. ქუჩაში ჩავლისას ხშირად მომიკრავს ყური, - დედა, როგორ ჰგავდა მონიკა ბელუჩისო. ან სადმე ბარსა თუ კაფეში, ზურგს უკან მესმის ხოლმე, - "ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავსო... მეც დამიჭერია ჩემს გარეგნობაში მონიკასთვის დამახასიათებელი შტრიხი - შავი, ხვეული თმა... მონიკას არ ვბაძავ, თუმცა მიფიქრია, აი, მას თუ ეს კაბა აცვია, შეიძლება მეც მომიხდეს... მე სხვა სტილი მაქვს, ის კი უფრო კლასიკურ სტილში იცვამს და ვარცხნილობაც უფრო დახვეწილი აქვს...

დედაჩემი ვერ მამსგავსებდა, სანამ ერთი ფოტო არ ნახა. ეს ფოტო "ფეისბუკის" პირად გვერდზე დამიდეს, დედამ დახედა და გაოცდა, - ამ ფოტოში ძალიან ჰგავხარო.

ნინო წიფურია