ზუგდიდში ორსართულიან სახლის ცეცხლი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

ზუგდიდში ორსართულიან სახლის ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დილით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სახლის უმეტესი ნაწილი დამწვარია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

"ინტერპრესიუსი"