"აბრეშუმის დიდი გზის" ახალი პროექტი და საქართველოს მნიშვნელობა პეკინის მეგაპროექტში
გერმანულ გამოცემა «Deutsche Welle»-ში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "ჩინური "აბრეშუმის ახალი გზა" კავკასიაზეც გადის - საქართველოს მნიშვნელობა პეკინის მეგაპროექტში: ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პერსპექტივა".
"აბრეშუმის დიდი გზის" ახალი პროექტის რეალიზებისას ჩინეთი ძველ ტრადიციებს ეყრდნობა, მაგრამ რით ხელმძღვანელობს პეკინი - ხისტი გეოსტრატეგიული ინტერესებით თუ მასში ნოსტალგიაც არის გამოხატული? - სვამს კითხავს ჟურნალისტის მიოდრაგ სორიჩი.
"როცა საქმე ეკონომიკას ეხება, ჩინეთის მთავრობა სწრაფად ფიქრობს და მოქმედებს. მუშაობის ასეთი სტილი ექსპორტის სფეროზეც ვრცელდება. ამჟამად ჩინური საქონლის ექსპორტის უდიდესი ნაწილი ევროპის ქვეყნებში საზღვაო გზით ხდება, მაგრამ პეკინი ალტერნატიულ სახლემეთო მარშრუტებსაც ეძებს.
ოთხი წლის წინ, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ახალი მეგაინიციტიავის - "აბრეშუმის ახალი დიდი გზის" პროექტის დაწყება გამოაცხადა, რომელიც ჩინეთიდან დასავლეთის მიმართულებით სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით სარგებლობას ითვალისწინებს: მაგალითად, რუსეთის და ბელარუსის, ან შუა აზიის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ან ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტით სარგებლობას პაკისტანის გავლით, ინდოეთის ოკენისაკენ და იქიდან - საზღვაო გზით ევროპაში.
პეკინმა რამდენიმე მარშრუტი შეარჩია. რომელი იქნება მათგან ყველაზე მომგებიანი, ყველაზე სასარგებლო გზა ჩინეთისათვის? ამაში "აბრეშუმის ახალი დიდი გზის" პროექტის სავარაუდო მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან.
მაგრამ ბევრი რამ ჯერ მხოლოდ იწყება, პირველ რიგში დაფინანსების საკითხი: როგორც ამას წინათ ჩინეთის პრემიერმა თავის კოლეგებთან შეხვედრისას განაცხადა ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, უახლოეს წლებში პეკინი ინფრასტრუქტურისათვის სამ მილიარდ დოლარს გამოყოფს. ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს ძალიან სჭირდებათ ინვესტიციები და მზად არიან კონკურენციაში ჩაერთონ. ასევე ბალკანეთის ქვეყნებს უძლიერდებათ იმის შეგრძნება, რომ ისინი ევროკავშირმა "დაივიწყა" და ამიტომ იმედის მზერა ჩინეთისაკენ მიმართეს. მართალია, პეკინი ბრიუსელის ალტერნატივად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობა მაინც სასარგებლოა.
2014 წლის ივნისში საქართველომ ევროკავშირთან ხელი ასოცირების შეთანხმებას მოაწერა. მიმდინარე წლის მაისში თბილისმა და პეკინმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. დღეს საქართველო, სხვებთან შედარებით, ჩინეთისათვის უნიკალურ პირობების მქონე ქვეყანას წარმოადგენს: მას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც "შუა სახელმწიფოსთან" (ანუ ჩინეთთან), ასევე ევროპის კავშირთან.თუ როგორი უნდა იყოს სატრანსპორტო დერეფნები, პეკინი ამ საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკვანძო როლის შემსრულებელ ერთ-ერთ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველო ჩინური პროდუქციისათვის ერთგვარი ჰაბი უნდა გახდეს და არა მხოლოდ თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, არამედ იმითაც, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ეს ქვეყანა უცხოელ ინვესტორებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს: საქართველოში ნაკლებია ბიუროკრატიული ბარიერები, სახელმწიფო ინსტიტუტები ნორმალურად მუშაობს, არ არის კორუფცია, ეკონომიკა მდგრადია და სტაბილურად იზრდება.

ჩინეთი კავკასიის რეგიონის სხვა ადგილებშიც ბევრ ობიექტს აშენებს. მაგალითად, იმავე საქართველოში, შავი ზღვის ნაპირზე, შეიძინა ფოთის ნავსადგური და ახლა მის გაფართოებას ეწევა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: სამომავლოდ ფოთში ისეთი დიდი გემებიც შევლენ, რომლებსაც ღრმაწყლოვანი ნავსადგურები ჭირდებათ.
რამდენიმე დღის წინათ ჩინეთის ელჩმა თბილისში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, პეკინმა თბილისი სიამინში გახსნილ საერთაშორისო გამოფენაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიიწვია. ამჯამად ჩინეთი საქართველოსთვის მესამე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.
რასაკვირველია, ჩინეთთან ერთად, საქართველოს სხვა სახელმწიფოებიც დადებითად უყურებენ. მაგალითად, საქართველოში მოქმედებენ გერმანული კომპანიები "კნაუფი" და "ჰაიდელბერგცემენტი", ისინი კმაყოფილნი არიან აქაური ბიზნესით. როგორც გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენელი ოლივერ რეგნერი ამბობს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს უცხოელ ბიზნესმენებს და მათთან კარგი ურთიერთობა აქვს.
საქართველოში ინვესტიციები შედის აგრეთვე მეზობელი თურქეთიდან, ირანიდან და რუსეთიდანაც კი, რომელთანაც თბილისის ურთიერთობა იოლი არ არის 2008 წლის მოვლენების გამო, როცა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება გადაწყვიტა. ამ ფაქტმა თბილისსა და მოსკოვს შორის ხანგრძლივი "აცივება" გამოიწვია.
ჩდრდილოელი მეზობელი საქართველოს დასავლურ პოლიტიკას არ იწონებს და მიიჩნევს, რომ თბილისმა მოსკოვს - ტრადიციულ მოკავშირეს უღალატა. დღეს საქართველოს მოქალაქისათვის რთულია რუსული ვიზის მიღება, მაშინ როცა რუსეთის მოქალაქეები საქართველოსთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. ამასთან, საქართველო აგრძელებს თავის პროდასავლურ კურსს და რუსეთთან პრაგმატული დამოკიდებულება აქვს - განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსებს ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციები მოაქვთ. წყარო
სიმონ კილაძე (სპეციალურად საიტისთვის)