სირიიდან თურქეთის ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
სირიის ტერიტორიიდან თურქეთში ქალაქ ქილისზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო "ანადოლუ" ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამი ჭურვი სირიიდან აფრინის რაიონიდან იყო გაშვებული. ინციდენტი ადგილობრივი დროით 01:40 საათზე დაფიქსირდა. დაშავებულები არ არიან. სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია ორი შენობა.
20 იანვარს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყება გამოაცხადა. ოპერაციის პირველ დღეს თურქეთის საჰაერო ძალებმა აფრინის რაიონში 108 სამიზნე გაანადგურეს.
"ინტერპრესნიუსი"