სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - რას წერს თურქული მედია?
თურქეთში, სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ქალსა და მამაკაცს შორის შეკამათება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევის დროს ქალმა მამაკაცს იარაღი ესროლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარის შესახებ პოლიციას ქართველი ქალის შვილმა შეატყობინა, რომელმაც სახლში დაბრუნების შემდეგ გარდაცვლილები აღმოაჩინა.
"ინტერპრესნიუსი"