ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ჯაზპიანისტის რჩეული? - კვირის პალიტრა

ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ჯაზპიანისტის რჩეული?

ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი დაქორწინდა. ქართველი პიანისტრის რჩეული ანა ხერხეულიძეა. წყვილმა იუსტიციის სახლში ოფიციალურად გააფორმა ქორწინება.

"დღეს განსაკუთრებული დღეა! მე და ანამ ხელი მოვაწერეთ + დედაჩემის დაბადების დღეა!" - წერს ბექა გოჩიაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

ხელმოწერის ცერემონიაზე კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუაც იმყოფებოდა.

"ბექუშამ და ანამ ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლში, რასაც მთელი გულით გულოცავ ამ ახალ ქართულ-ჯაზურ ოჯახს!!!", - დაწერა ნიკა რურუამ "ფეისბუკში".

ბექა გოჩიაშვილი 3 წლის ასაკიდან უკრავს. 2008 წლიდან, აშშ სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და საქართველოს იმჟამინდელი კულტურის მინისტრის ნიკა რურუას მხარდაჭერით, აშშ-ში ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school-ში ჩაირიცხა. მონაწილეობს მრავალ პრესტიჟულ ჯაზ-ფესტივალში, როგორც საქართველოში, ისე აშშ-ში.