"დახმარებას დამპირდნენ, თუმცა..." - მეტრო "ვარკეთილში" დაშავებული ძმის მიერ გამოტანილი სესხით მკურნალობს
მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული დიმიტრი ფაილოძე მკურნალობას ძმის მიერ გამოტანილი სესხის მეშვეობით განაგრძობს. 30 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ფაილოძეს მარცხენა ფეხზე ორივე წვივი მოტყდა.
ფაილოძეების ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, რომელიც მის მიერ დღეში ნაშოვნი 20-30 ლარით ავადმყოფ ბებიასაც უვლიდა. მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ის შემოსავლის გარეშე დარჩა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მას რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილება არ შეეძლება.
დაზარალებული AMBEBI.GE-ის მეშვეობით შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს დახმარებას სთხოვს, რათა მკურნალობის გაგრძელება შეძლოს.
"როდესაც მეტროში ინციდენტი მოხდა და დავშავდი, საავადმყოფოში ყოფნის პერიოდი დამიფინანსდა, ოპერაცია პირველივე დღეს გამიკეთეს. საავადმყოფოში მომინახულეს გამგეობის წარმომადგენლებმა და დახმარებას დამპირდნენ, თუმცა აღარავინ შემხმიანებია. 10 დღის სამყოფ წამლებში 300 ლარამდე გადავიხადე. მედიკამენტების ფული კი ჩემმა ძმამ, სესხად გამოიტანა. გაგრძელება
ფოტო: ghn.ge