"აზოტის" ქარხნიდან შვიდი ტონა სასუქი მოიპარეს - კვირის პალიტრა

"აზოტის" ქარხნიდან შვიდი ტონა სასუქი მოიპარეს

სს "აზოტის" ქარხანაში შვიდი ტონა მინერალური სასუქი - ამონიუმის გვარჯილა მოიპარეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.