ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს - კვირის პალიტრა

ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია " ბადაგონიდან" აცნობეს, ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებაში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგშია დაბარებული. ლიზა ბაგრატიონი საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:30 საათზე უნდა მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქმეზე გამოძიება 18 იანვარს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.