სამ ტყუპზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტი, რომელიც წლების მერე გამჟღავნდა - კვირის პალიტრა

სამ ტყუპზე ჩატარებული ცინიკური ექსპერიმენტი, რომელიც წლების მერე გამჟღავნდა

როდესაც 1980 წელს რობერტი კოლეჯში მივიდა, აღმოჩნდა, რომ მას ყველა იცნობს. ბიჭები მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ არის. გოგონები ეხვეოდნენ და ეუბნებოდნენ, თუ როგორ უხარიათ მისი დანახვა. ეს გახლდათ რობერტის პირველი დღე ამ დაწესებულებაში, ის კი აზრზე ვერ მოდიოდა, თუ რა ხდება, სანამ ბოლოს და ბოლოს ოთახის მეზობელს არ შეხვდა.

პირველი, რაც მეზობელმა, მაიკლ დომიტცმა რობერტს ჰკითხა, იყო: „ნაშვილები ხარ?“ გაოცებულმა რობერტმა თანხმობით უპასუხა. „შენი დაბადების დღე 1961 წლის 12 ივლისსაა?“ დასტურის მიღების შემდეგ მაიკლა უთხრა: „მისმინე, არ დაიჯდერებ, მაგრამ შენ ტყუპისცალი ძმა გყავს“.

ამგვარად, 19 წლის რობერტ შაფრანმა შეიტყო ედი გალანდის არსებობის შესახებ, რომელიც ერთი წლით ადრე ამ კოლეჯში სწავლობდა და ზუსტად მის მსგავსად გამოიყურებოდა.

rsz_10

დევიდი (მარცხნივ), რობერტი (ცენტრში) და ტყუპების საქმის გამოძიების დირექტორი ფილმის პრემიერაზე, რომელიც ამ ექსპერიმენტს მიეძღვნა

რობერტი და ედი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს, მათ ერთნაირი ვარცხნილობა და მანერებიმანერები ჰქონდათ IQ-ს დონეც კი იდენტური აღმოაჩნდათ - ორივეს საშუალოზე გაცილებით მაღალი. ორივე ჭიდაობით იყო დაკავებული და ნანახი ფილმებიდან ერთსა და იმავე ფრაზებს იყენებდნენ. „ეს რაღაც არარეალური იყო,“ - იხსენებს რობერტი.

3

ედისა და რობერტს ძალიან გაუხარდათ ერთმანეტის პოვნა

ბიჭებმა ანალიზები ჩააბარეს, რომლებმაც ისედაც ცხადი რამ დაადასტურა - ისინი ძმები იყვნენ. საოცარი შეხვედრის შესახებ გაზეთები წერდნენ, ძმებმა ტელევიზიას რამდენიმე ინტერვიუ მისცეს, სანამ რობერტის მშობლების სახლში სატელეფონო ზარი არ გაისმა: ახალგაზრდა კაცი რეკავდა, რომელმაც საუბარი დაიწყო სიტყვებით: „არ დაიჯერებთ, მაგრამ…“

4

სამივე ძმის შეხვედრა

ნიუ იორკის სხვა კოლეჯში დევიდ კელმანმა რობერტისა და ედის ფოტოს გაზეთში ხილვისას გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ისინი ზუსტად მის მსგავსად გამოიყურებიან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამივე ბიჭი ებრაულმა ოჯახმა დაბადებისთანავე გადასცა ადგილობრივ სააგენტოს გასაშვილებლად. ერთი შეხედვით, ძმების შეხვედრა ამ ისტორიის „ჰეფი ენდი“ უნდა გამხდარიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უზარმაზარი ცინიკური ექსპერიმენტის გახსნის დასაწყისი იყო, რომელიც ადამიანებზე ჩაატარეს.

5

ბიჭებს გულწრფელად უხაროდათ, რომ ცხოვრებაში მათი მსგავსი ადამიანები გაჩნდნენ. ერთად სარესტორნო ბიზნესი გახსნეს, რეგულარულად ჩნდებოდნენ ტელევიზიაში, მადონას ერთ-ერთ ფილმშიც კი მიიღეს მონაწილეობა.

გასაკვირი იყო, თუ რატომ გადაწყვიტა სააგენტომ, გაეშვილებინა ძმები სხვადასხვა ოჯახში. თავად ორგანიზაციამ ეს ახსნა იმით, რომ არ სურდათ, ახალ ოჯახში ყურადღება სამ ბავშვზე ყოფილიყო გადანაწილებული. სხვადასხვა ოჯახში კი თითოეულს მაქსიმალურ ყურადღებასა და სიყვარულს მიიღებდნენ. ამ სიტყვებში ჟურნალისტებს ეჭვი შეეპარათ, როდესაც ზოგიერთ კანონზომიერებას მიაქციეს ყურადღება. ასე, მაგალითად, სამივე ოჯახში უკვე ჰყავდათ სხვა ნაშვილები ბავშვები.

ამასთან, რობერტი შეძლებულ ოჯახს მიაშვილეს, ედი საშუალო კლასის ოჯახში მოხვდა, დევიდი კი უბრალო მუშის ოჯახში, რომელიც კუინზის ღარიბ უბანში ცხოვრობდა.

შემდეგ, სამივე ბავშვის მშობლებთან საუბარში გაირკვა, რომ ისინი წელიწადში ერთხელ მიდიოდნენ სააგენტოში, სადაც პასუხობდნენ უამრავ კითხვას, გადიოდნენ უამრავ ტესტს. სინამდვილეში, თავადაც არ იცოდნენ, რომ სამივე ოჯახი სოციალურ ექსპერიმენტში იღებდა მონაწილეობას.

6

დევიდი, რობერტი და ექსპერიმენტის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი

ექსპერიმენტს ფსიქოანალიტიკოსი პიტერ ნოიბაუერი ხელმძღვანელობდა, რომელიც ბავშვის განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობდა მანჰეტენზე. მისი მიზანი გახლდათ, გამოევლინა, თუ რა ზემოქმედებს ბავშვის პიროვნებაზე დიდწილად - გენეტიკა თუ აღზრდა. თავის დროზე მისი ექსპერიმენტი ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა დააფინანსა გაშვილების სააგენტოს მონაწილეობით.

7

ნაშვილებ ბავშვებს, მათ შორის რობერტს, ედისა და დევიდს, მუდმივად უთვალთვალებდნენ, იღებდნენ ვიდეოზე მათ ცხოვრებას, აფიქსირებდნენ, თუ რა სათამაშოებით თამაშობდნენ, როგორ რეაგირებენ, როგორი ურთიერთობა აქვთ ოჯახთან და მეგობრებთან. ხანდახან მკვლევარები ბავშვებს თავიანთ სახლებში სტუმრობდნენ, თუმცა, მშობლებს ვიზიტის ნამდვილ მიზეზს არასოდეს უმხელდნენ.

დღევანდელი საზომით, მსგავსი ექსპერიმენტი ძალზედ არაეთიკურად მიიჩნევა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი ადამიანის უფლებების დარღვევით ჩატარდა, სპეციალისტები თანხმდებიან, რომ შედეგებს მეცნიერების გაცილებით წინ წაწევა შეეძლო იმაში, თუ რა განაპირობებს პიროვნების ფორმირებას: გენეტიკა თუ გარემოცვა. თუმცა, ამ ექსპერიმენტის შედეგები არასოდეს გამოქვეყნებულა. ცნობილი არ არის, ინახება ისინი სადმე, თუ გაანადგურეს.

Recently re-united triplets pose at NBC-TV morning of Sept.26, 1980 after an appearance on the

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ მსგავსი ექსპერიმენტები ძლიერ ზემოქმედებს მონაწილეების ემოციურ მდგომარეობაზე. ტყუპების დაშორება არ შეიძლება, მიიჩნევენ ისინი. და მართლაც, რობერტის, ედისა და დევიდის შემთხვევაში ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად დასრულდა. რესტორნის მართვის პროცესში ტყუპებმა აღმოაჩინეს, რომ ვერ ინაწილებენ ბიზნესში ვალდებულებებსა და მოვალეობებს. უამრავი საერთო თვისების მიუხედავად, ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ სრულებით განსხვავებული ადამიანები არიან.

ცოტა ხანში ძმებმა სარესტორნო ბიზნესს თავი დაანებეს. ედი 33 წლის ასაკში დეპრესიაში ჩავარდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანარჩენ ძმებს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდათ.

Eddy Galland, left, in the Mickey Mouse shirt, David Kellman, center, in the Ziggy shirt, and Robert Shafron, right, wearing a Smurf shirt are triplets separated at birth. July 06, 1981. (Photo by Jerry Engel/New York Post Archives /(c) NYP Holdings, Inc. via Getty Images)

რობერტი ამ ექსპერიმენტს უწოდებს „ნამდვილ კოშმარს, იგივეს, რასაც ნაცისტები სჩადიოდნენ“, გულისხმობს ცდებს, რომლებიც აუშვიცში ტარდებოდა დოქტორ მენგელეს ხელმძღვანელობით. ახლა ძმები 56 წლისანი არიან. მათთვის ბოდიში არავის მოუხდია. „ისინი გვექცევიან როგორც ექსპერიმენტის მონაწილეებს, მაგრამ ჩვენ მონაწილეები არ ვართ. ჩვენ მსხვერპლები ვართ.“- აცხადებს დევიდი.