მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით? - კვირის პალიტრა

მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით?

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.

პროკურორის მოადგილემ ჟურნალისტების შესაბამისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. გიორგი გაბიტაშვილმა ამ საკითხზე მხოლოდ მცირე კომენტარი გააკეთა: "როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომელთა მიმართაც ექსტრადიცია გვაქვს მოთხოვნილი, ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღები ყველა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან", - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ქართულ მხარეს უკრაინისა და პოლონეთისთვის აქვს მიმართული.

"ინტერპრესნიუსი"