ვინ არის მოსამართლე, რომელმაც 2018 წელს ათასობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა? - კვირის პალიტრა

ვინ არის მოსამართლე, რომელმაც 2018 წელს ათასობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა?

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 120 984 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

2018 წლის 21 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ფლობს 18 კვ. მეტრი ფართობისა და 12 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხებს თბილისში; 75,1 კვ.მეტრის, 111,85 კვადრატული მეტრისა და 40,66 კვ. მეტრი ფართობის 3 ბინას დედაქალაქში; 90 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 5 177 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. გაგრძელება