როგორია ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული მოსწავლეების მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნისას დაშავებული მოსწავლეების მდგომარეობა?

ბარათაშვილის ქუჩაზე, შენობიდან ფანჯრის შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული 5 მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკასა და ამტელ ჰოსპიტალში" განუცხადეს, ბავშვების ნაწილი სამედიცინო დაწესებულებას დღის ბოლომდე დატოვებს.

"ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, უარყოფითი დინამიკის გარეშე. ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაეწერებიან კლინიკიდან", - განუცხადა ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო ლალიანმა.

რაც შეეხება კიდევ სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც ამტელ ჰოსპიტალში" არიან მოთავსებულები, ამავე ჰოსპიტალის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მათი მდგომარეობაც სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

უგრძელდებათ მკურნალობა. დღეს განმეორებით ჩაუტარდებათ განმეორებითი გამოკვლევები და შემდეგ გადავწყვეტთ, გავუშვათ თუ არა ისინი კლინიკიდან. შესაძლოა, ხვალამდე დავტოვოთ მკურნალობისა და დაკვირვებისთვის", - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შენობის გარე ფასადიდან მინის კონსტრუქციის ნაწილის ჩამოვარდნის გამო, გუშინ, 6 მოზარდი დაშავდა. ერთი მათგანი, 14 წლის ასლან მამედოვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველა ბავშვი ფონიჭალაში მდებარე 70-ე სკოლის მე-7 კლასელები არიან.