დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს - 3-4 მარტის ამინდის პროგნოზი - კვირის პალიტრა

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე მოიმატებს - 3-4 მარტის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში დღეს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 15-20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა 10 – 15 გრადუსი იქნება. თბილისში კი უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 11-13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რაც შეეხება 4 მარტის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოში ხვალ მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა 12-17 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 18 გრადუსამდე მოიმატებს.

4 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.