მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და დაზიანებები მიიღო - რა მოხდა დიღმის მასივში?
დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
დაშავებული მძიმე დაზიანებებით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.
მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით მეორე, არაოფიციალური ვერსია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი კომპიუტერულ თამაშებში იყო ჩართული და ე.წ. "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.