როდემდე გაგრძელდება საქართველოში არამდგრადი ამინდი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 10 მარტამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი, ხოლო 10 მარტს ღამით ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
"8-დან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.