საცხოვრებელი კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელი კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა

საცხოვრებელი კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა. ამჯერად შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

როგორც“ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მოზარდი ამ წუთებში ექიმებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები უკვე მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ დღეში, მაღალსართულიანი შენობიდან არასრულწლოვნის გადმოვარდნის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

იხილეთ: "ბავშვებს ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან" - რას წერს მე-8 სართულიდან გადამხტარი 16 წლის ბიჭის და?