თბილისის მერის, კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან - კვირის პალიტრა

თბილისის მერის, კახა კალაძის მანქანა "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის წინ მდებარე ქუთათელაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

კალაძე მერიაში არ იმყოფებოდა და ის ქუთათელაძის ქუჩაზე საკუთარი ავტომობილით მივიდა. დედაქალაქის მერმა ავტომანქანა შარტავას ქუჩაზე, "სითი პარკის" ამკრძალავ ნიშანთან გააჩერა, მისმა მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა კი შარტავას ქუჩა მერიის წინ, ფეხით მოსიარულეებისთვის აკრძალულ ადგილზე გადაკვეთა.

გაგრძელება

TOP.GE