ბათუმში 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

ბათუმში 7 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაშავდა. მოზარდი ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს თავის არეში მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა, მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"