"მხეცი ხარ, ტირანო" - როგორ აატირა მერაბ კოკოჩაშვილმა ზურა ქაფიანიძე?
მერაბ კოკოჩაშვილს მსახიობები უყვარს და ყოველთვის ცდილობს, მისთვის გამორჩეული პიროვნება რამდენიმე ფილმში გადაიღოს. იგი, როგორც მსახიობი, თავადაც მონაწილეობს ფილმებში.
განაწყენებული ზურა ქაფიანიძე
- ფილმს - "მიხა" წინარეხში ვიღებდით. საბძელში ზურა ქაფიანიძისა და მანანა ბახტაძის სცენა თამაშდება. ისინი სოფელს ალყაში ჰყავს მომწყვდეული და კარს უმტვრევენ. გოგო უნდა ტიროდეს და მიხაც აბღავლდეს. ბიჭებს გასანათებელი აპარატურა უჭირავთ, ხელები ეწვით. მანანა ქვითინებს, ზურას ცრემლი არ გადმოსდის. მეუბნება: მატკინე რამე, თორემ ვერ ვიტირებო. - როგორ გატკინო-მეთქი? - დამარტყიო.
როგორი ასატირებელია ზურა? თოფის სალტე დავარტყი, მაგრამ ვერაფერი დავაკელი, ვერ ავატირე. ბოლოს ვთქვი, - მორჩა, დღეს გადაღება აღარ იქნება-მეთქი. თან, გულში ვფიქრობ, ეგებ ეწყინოს და ატირდეს. შუქები გამორთეს. მართლაც, ზურა ბოღმისგან ატირდა. ეპიზოდი გადავიღეთ და გახარებულმა გადავკოცნე, მაგრამ ზურას ვეღარ ვაწყნარებთ. გვაგინა, ყველაფერი დაგვინგრია და გავარდა. მირბის ბღავილით და მივდევთ: ზურა, შენი ჭირიმე, გეხვეწები, გაჩერდი. ვერაფერი გავაწყვეთ. ოთახში ჩაიკეტა და იქიდან ღრიალებდა - მხეცი ხარ, ტირანიო. მართალია, მის წინაშე დამნაშავე ვიყავი. (გაგრძელება)