დღეს ავსტრიიდან საქართველოს 15-მდე მოქალაქის დეპორტაცია იგეგმება
დღეს ავსტრიიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის რეადმისია განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამშობლოში იმ პირებს დააბრუნებენ, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის ვადები ჰქონდა დარღვეული.
საქართველოს მოქალაქეებს ვენიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანენ. ამ ეტაპზე საუბარია საქართველოს 15-მდე მოქალაქეზე.