რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს - კვირის პალიტრა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუდაურიდან მეორე ვერტმფრენი გამოფრენას ვერ ახერხებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული ვერტმფრენით თბილისში 4 პაციენტი უნდა გადმოეყვანათ. ახლა მათი ტრანსპორტირება რეანომობილებით ხდება.

შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

გუდაურიდან ცოტა ხნის წინ ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი. ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

იხილეთ ასევე: "ადამიანები ყვიროდნენ, ყრიდნენ ეკიპირებას და ხტებოდნენ, ჩვენც ავხსენით დამცავი ბარიერი და გადმოვხტით"