რას ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი, რომელმაც გუდაურის საბაგიროს ინსპექტირება ჩაატარა?
"ჩვენი ინსპექტირებების დროს შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა"- ამის შესაბებ "369 გრადუსის" ეთერში იმ კომპანიის ხელმძღვანელიმა ისაუბრა, რომელმაც დეკემბერში გუდაურის საბაგიროს ინსპექტირება ჩაატარა.
"ჩვენ ინსპექტირება ჩავუტარეთ ამ ობიექტს 2017 წლის 22 დეკემბერს. ეს ინსპექტირება ჩატარდა პერიოდული ინსპექტირების სახით. არსეობს სახელმწიფო დადგენილება 412, რომელიც განსაზღვრავს პერიოდული ინსპექტირების მოთხოვნებს საბაგიორებთან მიმართებაში. ინსპექტირების დროს მოწმდება სხვადასხვა მოწყობილობების შემოწმება, ასევე ოკუმენტაციის შემოწმება, პერსინალთან დაკავშირებული ინორმაციის შემოწმება და ა.შ. ჩვენი ინსპექტირებების დროს შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა"- აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი,სანდრო შელია.
ბოლო ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 11-ს შეადგენს. ავარია გუდაურში საბაგირო "საძელეზე", დღეს დაახლოებით 13:00 საათისთვის მოხდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.