დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდს, "გოგა ფოთისკის" ბიზნესმენის მკვლელობაში ედება ბრალი - რას წერს რუსული მედია? - კვირის პალიტრა

დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდს, "გოგა ფოთისკის" ბიზნესმენის მკვლელობაში ედება ბრალი - რას წერს რუსული მედია?

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი ("გოგა ფოთისკი") დააკავეს, რომელსაც 2013 წელს ბიზნესმენის ალექსანდრე ხარჩენკოს მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. ამის შესახებ გამოცემა 360tv სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მისი ინფორმაციით, გიორგი გუგუშვილთან ერთად კრიმინალური სამყაროს კიდევ ორი წარმომადგენელია დაკავებული. მედიის ინფორმაციით, დაკავებისას სამივემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

ბიზნესმენი ალექსანდრე ხარჩენკო 2013 წლის 9 ივნისს მოსკოვში, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს.

"ინტერპრესნიუსი"