"გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს" - ხმაური და დაპირისპირება "რუსთავი 2"-თან - კვირის პალიტრა

"გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს" - ხმაური და დაპირისპირება "რუსთავი 2"-თან

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან ხმაურია. ტელეკომპანიასთან აქციას "ქართული მარშის" წევრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ.

ადგილზე რამდენიმე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ, აქციის მონაწილეები ტელევიზიის ეზოში არ უშვებდნენ არხის ერთ-ერთ წამყვან, გიორგი გაბუნიას, რომლის ავტომობილსაც წინ გადაუდგნენ. ისინი წამყვანისგან და არხის ხელმძღვანელობისგან, გუშინ გადაცემა P.S-ში გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნული ტექსტით გიორგი გაბუნიამ შეურაცხყოფა მიაყენა მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვით აქვთ შემოსაზღვრული ტელევიზიის შესასვლელი.

"ინტერპრესნიუსი"