საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება - რას ამბობენ სინოპტიკოსები?
საქართველოში, ხვალ წვიმა და მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტს საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო- დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია 22 მარტის დილამდე გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება.
"ინტერპრესნიუსი"