"მათ აუცილებლად მივხედავთ" - რას აპირებს კალაძე "სითი პარკის" თანამშრომლებთან დაკავშირებით? - კვირის პალიტრა

"მათ აუცილებლად მივხედავთ" - რას აპირებს კალაძე "სითი პარკის" თანამშრომლებთან დაკავშირებით?

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ "სითი პარკის" ფუნქციები შეასრულოს, ყველანაირი რესურსი არსებობს. ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "სითი პარკში" მომუშავე კვალიფიციურ კადრებსაც თბილისის მერია გამოიყენებს.

"ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს ადამიანების და ტექნიკის თვალსაზრისით და პრობლემა არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქ მომუშავე ადამიანების ბედიც მაღელვებს, როგორც დედაქალაქის მერს. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ინსპექტორები, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, მათი გამოცდილება და კვალიფიკაცია იქნას გამოყენებული და აუცილებლად მივხედავთ ამ ადამიანებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "სითი პარკს" დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ შეუწყვიტა, მის ფუნქციას 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"