"უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის მიყვარხარ" - ნოე სულაბერიძეს დედა დაეღუპა - კვირის პალიტრა

"უფრო ხშირად რომ მეთქვა შენთვის მიყვარხარ" - ნოე სულაბერიძეს დედა დაეღუპა

ტელეპროდიუსერ ნოე სულაბერიძეს დედა გარდაეცვალა.  ამის შესახებ "ფეისბუკში" მომღერალი ანრი ჯოხაძე წერს.

"დღეს დავკარგეთ უძვირფასესი ქალბატონი, კომპოზიტორი ლილი შავერზაშვილი... ჩემო ნოე, იშვიათად მინახავს ასეთი დედა-შვილობა, შენი მწუხარების მოზიარე ვარ, მეგობარო"... - წერს ანრი ჯოხაძე.

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ანრი ჯოხაძის პოსტს შემდეგ კომენტარს უწერს: "როგორ დამწყდა გული... მაინც იმედი მქონდა ბოლომდე. ვიზიარებ ნოეს ტკივილს. სულ სხვანაირი გავიცანი იმ დღეებში. საოცარი შვილი ყოფილა"...

ყველას კარგად ახსოვს ნოე სულაბერიძის ემოციური მიმართვა 3 მარტს, დედის დღისადმი მიძღვნილ გადაცემაში, რომელმაც ბევრი შეძრა:

- ამ გადაცემისთვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებოდით, გვინდოდა გამორჩეული დღე მოგვეწყო ჩვენი დედებისთვის, ამ შემთხვევაში მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა, რადგანაც დედა შეუძლოდ გახდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება... დღეს დედაჩემზე მოგიყვებით: მე დედისერთა ვარ! მამაჩემი 15 წლის, რომ ვიყავი მაშინ დაიღუპა, და მუსიკის გარდა ყველა საქმიანობაში გამოუცდელ ლილის ძალიან ბევრი რამის აღება მუწია საკუთარ მხრებზე. გაგრძელება