ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.