"არჩილ ტატუნაშვილს ხელებსა და სახეზე დაზიანებები აქვს" - რას ამბობს ახალგორის გამგებელი?
ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თინიკაშვილმა განუცხადა, ტატუნაშვილს დაზიანებები ხელებზე და სახეზე აქვს, თუმცა, მისი თქმით, დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რა სიმძიმისაა დაზიანებები, ექსპერტიზა დაადგენს.
"არის საუბარი, რომ ხელებზე და სახეზეც აღენიშნება დაზიანებები, თუმცა ამ ყველაფერს ექსპერტიზა დეტალურად დაადგენს. დაველოდოთ ამ დასკვნას", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ამასთან, ახლობლების ნაწილის ინფორმაციით, სხვა დაზიანებებთან ერთად არჩილ ტატუნაშვილს საჩვენებელი თითი აქვს მოჭრილი.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გუშინ დაუბრუნეს.