"დაგლეჯილი მტევნები... მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი" - რას წერს ტატუნაშვილზე ქაცარავა?
26-დღიანი ლოდინის შემდეგ, 20 მარტს დე ფაქტო ხელისუფლებამ ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსცა. ცხედრის გადმოცემა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ჩართულობით მოხდა
იხილეთ: აჩიკოს დაბრუნება - "ვაჟკაცი შვილი ვაჩუქე ქვეყანას"
მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც გადმოსვენებას ესწრებოდა და პირადად ნახა ტატუნაშვილის ცხედარი. ქაცარავა "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია:
"ამ წუთას ვიმყოფები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში. არჩილი სახლშია. ოჯახს მიეცა საშუალება დაიტიროს შვილი... სანამ ექსპერტიზა დადებს ოფიციალურ დასკვნას, მე გეტყვით რა ვნახე საკუთარი თვალებით: მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე.
არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად ნაწამებია!!!!!! ერთმორწმუნე რუსი ძმების მიერ სადისტურად ნაწამები და ცინიკურად მოკლული!!!!
რუსული, ჯალათური ექსპერტიზის დასკვნაა - ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი და გულის მწვავე უკმარისობა!!!! რუსეთი მტერია!!!! რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჯალათია!!!! რუსეთი კლავს!!!!
პ.ს. მივმართავ ყველას, ვინც თვლის რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა და მეგობარია, რომ რუსეთთან უნდა ვიმეგობროთ, რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზოანოთ და ა.შ.!!!!დატოვეთ ჩემი მეგობრების რიგები!!!!!არ მინდა მქონდეს თქვენთან არაფერი საერთო!!!!!
რუსეთი ჩემი მტერია!!!! ძალა ერთობაშია!!!!"
ახალგორის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციითაც, ტატუნაშვილს დაზიანებები ხელებზე და სახეზე აქვს, თუმცა, მისი თქმით, დეტალებს, მათ შორის იმას, თუ რა სიმძიმისაა დაზიანებები, ექსპერტიზა დაადგენს.