დღის ფოტო - პრეზიდენტის ოჯახი წინდების აქციას უერთდება
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ფერადი წინდებით გამოვხატავთ, რომ ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით და დამატებით 1 ქრომოსომა არაფერს ცვლის.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საზოგადოებას საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და თემო მარგველაშვილმა მიულოცეს.
როგორც ცნობილია, დაუნის სინდრომი პირველად ჯონ დაუნმა 1866 წელს, ხოლო 1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსომული ანომალია.
2006 წლის 21 მარტს პირველად აღინიშნა დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე. დღე და თვე კი შემთხვევით არ აურჩევიათ, 21-ე ქრომოსომას თარიღი აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას გულისხმობს.
ეკა გადახაბაძე