"ქართული მარშის" წევრი სანდრო ბრეგაძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება
"ქართული მარშის" წევრი სანდრო ბრეგაძე პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სანდრო ბრეგაძე გუშინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას "რუსთავი2"-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო აძლევდა. არსებული ინფორმაციით, ბრეგაძემ გუშინ, პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ის გულის ჩივილებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს, მან საავადმყოფო დაახლოებით ერთ საათის წინ დატოვა.
„ქართული მარშის” წევრები ორი დღის ”რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.
რა დანაშაულებში იყვნენ ბრალდებულნი "ქართული მარშის" წევრები წარსულში?
"სანდრო ბრეგაძის ცემის ამბავი მტკნარი სიცრუეა" - რას ამბობენ ბრეგაძის ექიმი და შსს?
"ინტერპრესნიუსი"