"შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას" - როდის შეხვდა და რაზე ელაპარაკა მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებს?
ამოუცნობი მფრინავი ობიექტების თემა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ღიმილს იწვევს, ზოგი მათ უნდობლობას უცხადებს, ნაწილს მათი არსებობის სჯერა და არსებობენ სპეციალისტებიც, რომლებიც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ საკითხებს სერიოზულად სწავლობენ და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია...
საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჰქონიათ კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. ერთ-ერთია ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომელიც ირწმუნება, რომ წლების წინ საქართველოში უცხოპლანეტელებს შეხვდა და ამასთან დაკავშირებით დაუვიწყარი მოგონებებიც აქვს.
რა უამბეს და რა განიცადა ასტროლოგმა მათთან შეხვედრისას - ამაზე მიხეილ ცაგარელი AMBEBI.GE-ს ესაუბრება.
"იმის თქმა, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ მთელ ამხელა სამყაროში და ჩვენ გარდა სხვა არავინ, არ შეიძლება. სამყარო ვითარდება გრადაციის პრინციპით, შესაბამისად, "რაღაც ქვევითაა და რაღაც - ზევით" და ეს ცნობილი გამონათქვამიც სულ ძალაშია. ისე მარტივად არ არის საქმე, რომ - მოვედით და წავედით. საიდან მოვედით ან სად მივდივართ, ვინმემ იცის საერთოდ?! იცით, ჩვენ გარდა, დედამიწაზე კიდევ რამდენი სამყაროა? ცხოველთა სამყარო, მინერალების, მცენარეების და ამ სულების გრადაციას კარგად არც ვიცნობთ. მაგრამ თუ რა ხდება ჩვენი სამყაროს მიღმა, ამის უამრავი მანიშნებელია, თუნდაც სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კედელზე, სადაც უცხოპლანტელები არიან გამოსახული. მსგავსის მოძებნა სხვადსხვა რელიგიაში შეიძლება.
ცნობილია, რომ უამრავი პლანეტარული გემია ჩამოსული დედამიწაზე. არსებობს მოსაზრებაც, რომ ადამიანი უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი, რომ ადამიანი მათი ექსპერიმენტული პროექტია. უამრავი ინფორმაციაა, მაგრამ ამ ყველაფერს უცხოპლანეტელებთან ჩემი შეხვედრა უფრო ცხადჰყოფს"
- სად შეხვდით მათ?
- სულ 2 შეხვედრა მქოდა. შევხვდი უდიდესი პიროვნების, უფოლოგ - თალეს შონიას მეშვეობით. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა 90-იან წლებში მქონდა, როცა ისინი მეტად იყვნენ გააქტიურებულები. შევხვდი რუსთავში დათქმულ ადგილას და ის ემოცია არასდროს მავიწყდება. ის არ იყო პირდაპირი ლაპარაკი, უფრო ტელეპატიური საუბარი გახლდათ. დაახლოებით, კომპიუტერში რომ გავუშვათ ხმა და იმ ხმამ გითარგმნოს და აზრი მოგაწოდოს ქართულ ენაზე. ასეთი უცნაური რამ იყო.
გარეგნულად უხარმაზარი, დაახლოებით ორმეტრნახევარი მაინც. მათში არიან მაღლებიც და დაბლებიც. გააჩნია, რომელი თანავარსკვლავედიდან მოდიან, რომელი პლანეტარული სისტემიოდან. არიან - იუპიტერიანელები, მარსიანელები. მარსიანელები თავისი ხასიათით, უფრო აგრესიულები არიან. იუპიტერიანელები მეტად გვიცავენ. კანის ფერშიც არის განსხვავება, აქვთ მომწვანო, მოლურჯო, ნაცრისფერი კანი. რომ უახლოვდები, გგონია, რომ დედამიწაზე არ ხარ. რომ დავინახე, თავიდან ძალიან შემეშინდა, ალბათ პულსი 120 მქონდა - საოცრებას ვუყურებდი. ჩემ წინ მდგარ არსებას, სახის სხვა წყობა ჰქონდა, მიყურებდა და არ ვიცოდი, რას მოიმოქმედებდა... ამასთან, ძალიან ძლიერი ენერგოველი აქვთ და გაჩერდა ჩემი საათი, რომელიც ხელზე მეკეთა, ამტკივდა თავი, ყურები - საწყის ეტაპზე საოცარი დისკომფორტი მქონდა. გაგრძელება