ხელჩართული ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოში
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების, "ევროპული საქართველოს" წევრი ბათლომე შელია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება - ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას - თავის არეში. დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც "ევროპული საქართველოს" მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
"ინტერპრესნიუსი"