ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო - კვირის პალიტრა

ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოდან აცნობეს, უწყება დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ სიდას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"