"ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა" - რას წერს სააკაშვილი "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა" - რას წერს სააკაშვილი "ფეისბუკში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოდის, არჩილ ტატუნაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერს.

"დღეს ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაა. ის ოკუპანტებმა წამებით მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ თავი არ დაუხარა, იმიტომ რომ უარი თქვა ეღიარებინა "ახალი რეალობა", იმიტომ რომ, ნამდვილი ქართველი იყო!

ტატუნაშვილმა გაიმეორა გიორგი ანწუხელიძის გმირობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნეშიც, სამშობლო, მისთვის ბრძოლა და თავდადება, ისეთივე აქტუალურია, როგორც ყველა წინა ეპოქაში და გმირები, მარტო წიგნებში, არ არსებობენ.

ქედს ვიხრი მისი მშობლების წინაშე.

ტატუნაშვილი, ანწუხელიძის მსგავსად, არის მებრძოლი საქართველოს სიმბოლო, ნაწამების, ნაიარევის, მაგრამ მაინც გაუტეხელის!

გამოვდივარ ინიციატივით, მიენიჭოს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება და სხვა ღონისძიებები ჩავატაროთ მისი სახელის უკვდავსაყოფად და ქართველების ახალი თაობების მის მაგალითზე აღსაზრდელად", - აცხადებს სააკაშვილი.