"ძროხას ველოდებოდი ჭიშკართანო"
ხარაგაულიდან კიცხში მივდიოდი მანქანით და ვინაიდან ამ გზაზე ტრანსპორტი იშვიათად დადის, გზისპირას მდგარ ბაბუს გავუჩერე, დაბრძანდით, წაგიყვანთ-თქო.
ძალიან კი იუარა, მაგრამ იმერული სიჯიუტით თავი გავიგიჟე, უნდა წაგიყვანოთ-თქო. დაჯდა მორიდებულად.
დავქოქე, წამოვედით და სადღაც 200 მეტრში მეუბნება, აქანა გამიჩერე ბაბუა, თან ისე, რომ არც კი უკითხავს ვისი გოგო ხარო.
გამიკვირდა, ასე ახლოს მოდიოდა - მეთქი?
- ბაბუა, ხათრი ვერ გაგიტეხე, თორე არსად არ მივდიოდი, ძროხას ველოდებოდი ჭიშკართანო.