ხელსაქმე - მსოფლიოში აღიარებული უახლესი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში - კვირის პალიტრა

ხელსაქმე - მსოფლიოში აღიარებული უახლესი მიგნება ანტისტრესულ თერაპიაში

ხელნაკეთი ნივთების დასამზადებელი მასალები წარმოდგენილია "ბიბლუსი გალერეებში", სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა მასალა და დაესწროთ პროფესიონალების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს. მათგან სრულიად უფასოდ მიიღებთ კვალიფიციურ რჩევებს. "ბიბლუსი გალერის" ქსელებში შეიქმნა ხელსაქმის წრეებიც... ამასთან, შეგიძლიათ ვიდეოგაკვეთილების საშუალებით შეისწავლოთ, როგორ გამოიყენოთ ესა თუ ის მასალა...

ბრჭყვიალა, სხვადასხვა ზომის ფერადი ქაღალდები, საღებავები, შტამპები საღებავებისთვის, მოზაიკა, თიხა, ხელსაწყოები, რომლითაც სხვადასხვა ფორმის დეტალების დამზადებაა შესაძლებელი - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რითაც თქვენ ყოველდღიურობას გაიხალისებთ, ერთფეროვნებას შეცვლით და ცხოვრებას გაილამაზებთ. რაც მთავარია, ამ დროს შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეთ, რომ მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას კი არ იღებთ, არამედ გონებას განტვირთვაში, ნერვებს - დამშვიდებაში, სხეულს კი რელაქსაციაში ეხმარებით.

ხელსაქმე, ე.წ. კრაფტი, სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ზრდასრულებში, ასევე ბავშვებში. კრაფტი მისი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობიდან გამომდინარე ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს საშუალებას, ცხოვრება გაიფერადოს და ახალი, მეტად საინტერესო საქმით დაკავდეს. ხელსაქმე მსოფლიოში აღიარებული თერაპიული მკურნალობის ახალი მიმდინარეობაა. ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ნებისმიერი ხელსაქმე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და მას ადამიანის სრულ ფსიქოლოგიურ კომფორტამდე მიყვანა შეუძლია, პროცესი ძალიან სასიამოვნოა და ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს.

დაამზადეთ და გაალამაზეთ სამკაულები დეკორატიული აქსესუარებით, შექმენით უნიკალური ნივთები ინტერიერისთვის. მაგალითად, საღებავებსა და შტამპებს ხშირად სამოსის გასაფორმებლად იყენებენ, მოზაიკას - სკივრების გასალამაზებლად, სახლის დეკორისთვის საუკეთესო მასალაა ფერადი ქვები, თიხა და ქვიშა.

ფსიქოლოგების თქმით, ხელსაქმე ადამიანების განვითარებასა და შემოქმედებით აზროვნებასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდებისთვის. ის კარგი საშუალებაა მშობლებისთვის, რომ ბავშვები დააკავონ ისეთი საქმით, რომელიც მათ ინტერნეტსივრცეს მოსწყვეტს და ყურადღებას უფრო საინტერესო აქტივობებზე გადაატანინებს.

ხელნაკეთი ნივთების დასამზადებელი მასალების ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია "ბიბლუსი გალერეებში" (მის.: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის #7, კანდელაკის #7), სადაც ხელსაქმის მოყვარულებს შეუძლიათ შეარჩიონ სხვადასხვა საინტერესო მასალა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაესწრონ პროფესიონალების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს. მათგან სრულიად უფასოდ მიიღებთ კვალიფიციურ რჩევებს. შეგიძლიათ შერჩეული ნივთი ადგილზევე, მათი დახმარებით გააკეთოთ. ,,ბიბლუსი გალერეის" ფილიალებში შეიქმნა ხელსაქმის წრეებიც, სადაც ბავშვებსა და უფროსებს შეუძლიათ ისწავლონ სხვადასხვა საინტერესო ნივთის დამზადება. ამასთან, შეგიძლიათ ვიდეოგაკვეთილების საშუალებით შეისწავლოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ესა თუ ის მასალა. ვიდეოგაკვეთილებს "ბიბლუსის" ხელსაქმის სპეციალისტები გთავაზობენ. გამოიწერეთ Youtube არხი, "არტი და კრაფტი".

რუსუდან შელია