რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა
რუსეთში, კემეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53 ადამიანამდე გაიზარდა, კიდევ 12 ადამიანი საავადმყოფოებში არის გადაყვანილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ТАСС იუწყება.
ოპერატიულ შტაბში ასევე განაცხადეს, რომ კიდევ 16 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს.
თავდაპირველად ხანძრის მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდებოდა, თუმცა მეხანძრეები არ გამორცხავენ, ცეცხლი დაუდევრობის შედეგად გაჩენილიყო. თვითმხილველთა თქმით, შენობაში განგაშის სიგნალი არ ჩართულა.