ამერიკამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა საერთო ჯამში 105 რუსი დიპლომატი გააძევეს
სერგეი სკრიპალის საქმეზე საპასუხოდ ამერიკამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა საერთო ჯამში 105 რუსი დიპლომატი გააძევეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღეს.
აშშ ქვეყნიდან 60 რუს დიპლომატს გააძევებს, გერმანია - 4, უკრაინა - 13, პოლონეთი - 4, დანია - 2, საფრანგეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლატვია - 1, ესტონეთი - 1, ლიტვა - 3, იტალია - 2, კანადა - 4, ნიდერლანდები - 2, რუმინეთი -1, ფინეთი -1.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სიეტლში მდებარე რუსეთის საკონსულო დაიხურება.
შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.
"ინტერპრესნიუსი"